კვლევის ავტორი: ზურაბ ტატანაშვილი

2025 წელი

სათემო ფონდების შესახებ ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს ამ ინსტიტუციის ფუნქციონირების, მისი სარგებლისა და გამოწვევების სისტემურ გაანალიზებას. კვლევა მნიშვნელოვანია როგორც პოლიტიკის შემქმნელებისთვის, ისე ადგილობრივი თვითმმართველობებისა და სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის, რადგან იგი აჩვენებს, როგორ შეიძლება სათემო ფონდების მოდელი იქცეს მდგრადი განვითარების და მოქალაქეთა ჩართულობის პლატფორმად.  ბევრი არამომგებიანი/საზოგადოებრივი ორგანიზაციისგან განსხვავებით, რომლებიც კონკრეტულ სფეროზე არიან ორიენტირებულნი, სათემო ფონდები პირველ რიგში  გეოგრაფიული ფოკუსით, მოქნილობით და ადგილობრივი კეთილდღეობისადმი ერთგულებით გამოირჩევიან. საგრანტო პროგრამების, პარტნიორობებისა და სამოქალაქო ლიდერების/ჯგუფების ინიციატივების მეშვეობით ისინი აძლიერებენ ფილანტროპიას და ხელს უწყობენ მოქალაქეთა ჩართულობას ადგილობრივი განვითარების პროცესებში. 

კვლევა წარმოადგენს სათემო ფონდის მოდელის მიმოხილვას სამი ევროპული ქვეყნის მაგალითზე და  წარმოაჩენს, თუ როგორ ფუნქციონირებს იგი სხვადასხვა ეროვნულ კონტექსტში. 

ქვეყნების შერჩევა განპირობებულია მათი გამოცდილების მრავალფეროვნებითა და მოდელის განვითარების განსხვავებული ეტაპებით. გერმანია წარმოადგენს ერთ-ერთ პირველ ევროპულ ქვეყანას, სადაც სათემო ფონდები ფართოდ გავრცელდა და დღესაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადგილობრივ მმართველობაში. სლოვაკეთი საინტერესოა გარდამავალი საზოგადოებების კონტექსტში, სადაც დემოკრატიული ინსტიტუტები ჯერ კიდევ ფორმირების პროცესშია, ხოლო სათემო ფონდის მოდელი იქცა სოციალური ინოვაციის ინსტრუმენტად. რუმინეთი კი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან მასში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში სათემო ფონდები სწრაფად განვითარდნენ და ქმნიან ძლიერ ქსელს, რომელიც აერთიანებს ადგილობრივ დონორებს, ბიზნესს და მოქალაქეებს. ამ ქვეყნების ანალიზი საშუალებას იძლევა დავინახოთ, როგორ ერგება მოდელი განსხვავებულ სოციალურ-პოლიტიკურ გარემოს და რა საერთო მახასიათებლები აქვს.  

კვლევის სრული ვერსია ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ქართულ ენაზე და უახლოეს პერიოდში აიტვირთება ჩვენს ვებგვერდზე.

კვლევის ინგლისური ვერსია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.

გაზიარება

სხვა სიახლეები

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა 2025

სათემო ჯგუფებისა და ორგანიზაციების მონაცემთა ბაზა 2025

სამწუხაროდ, ბოლო პერიოდში ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ, ხელისუფლების მიერ გაცხადებულმა ანტიდასავლურმა პოლიტიკამ და ამის ფონზე მიღებულმა არადემოკრატიუ...

იხილეთ ვრცლად
განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით

განცხადება „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესა...

იხილეთ ვრცლად
რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

რატომ არ შეიძლება “აგენტების კანონის“ მიღება?

გაინტერესებთ რატომ არ შეიძლება "აგენტების კანონის", ანუ ე.წ. "რუსული კანონის" მიღება? რა არის ამ კანონში განსაკუთრებულად მიუღებელი? რას ითხოვს აღნ...

იხილეთ ვრცლად