თემის განვითარების პროგრამა 2011 წლიდან ატარებს ერთობლივ სათემო შეხვედრებს. აღნიშნული საქმიანობა, ერთის მხრივ ემსახურება სათემო ჯგუფებს შორის გამოცდილების გაზიარებას. მეორეს მხრივ, ხელს უწყობს სათემო ორგანიზაციებს, სამთავრობო სტრუქტურებსა და თემის განვითარებით დაინტერესებულ პირებს შორის პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

წლიდან წლამდე გაერთიანებული შეხვედრების ფორმატი დაიხვეწა და უფრო მასშტაბური ხასიათი მიიღო. 2015 წლიდან კი სათემო ლიდერთა ფორუმი, პროგრამის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საქმიანობას წარმოადგენს. 

ღონისძიებას დაესწრო საქართველოს ყველა რეგიონიდან 45 საზოგადოებრივი და სათემო ორგანიზაციის 77 წარმომადგენელი. 

ღონისძიების მიზანი იყო სათემო ჯგუფებსა და ორგანიზაციებს შორის გამოცდილების გაზიარება, ახალი კავშირების დამყარება, სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე ინფორმაციის გაზიარება და სათემო ორგანიზაციების საჭიროებების გამოვლენა.